წყლის დაბინძურება
დაბინძურების მიზეზები:
სამრეწველო ნარჩენები – ქიმიკატები, ტოქსიკური ნივთიერებები, ფერი, ნავთობპროდუქტები.
| ფოტო.1 |
ქარხნები და საწარმოები ხშირად უშვებენ ქიმიურ ნივთიერებებს მდინარეებში და ტბებში.
სოფლის მეურნეობის ნარჩენები – პესტიციდები, სასუქები, ორგანული ნარჩენები.
| ფოტო.2 |
პესტიციდები და სასუქები ნიადაგიდან წვიმის ან სარწყავი წყლის საშუალებით ხვდებიან წყლის ობიექტებში.
სანიტარული ნარჩენები – სამოქალაქო ნაგავი, კანალიზაციის წყალი.
| ფოტო.3 |
გაწმენდილი ან უწმინდური კანალიზაციის ჩაშვება მდინარეში.
ფიზიკური დაბინძურება – ნაგავი, მტვერი, პლასტმასი.
| ფოტო.4 |
განსაკუთრებით მდინარეებსა და ზღვებში მოხვედრილი პლასტმასა აზიანებს ეკოსისტემას.
როგორ ავარიდოთ მას თავი?
ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დაბინძურების პრევენცია. ამაში კი თითოეული ჩვენგანის წვლილი ძალიან დიდია. მაგალითად, პესტიციდებისა და სასუქების მოხმარებაზე უარის თქმა ან მათი ზომიერად მოხმარება, საკანალიზაციო სისტემების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და სხვა ღონისძიებების ჩატარება, მოგვცემს საშუალებას, ღირებული წვლილი შევიტანოთ წყლის ობიექტების დაცვაში.
| ფოტო |
No comments:
Post a Comment